ახალი ამბებირეკლამა

ყველაზე წიგნიერი ახალგაზრდები ონლაინ-სკოლას ქმნიან – საქართველოს ბანკი & წიგნების თარო

14 აპრილი, 2020 •
ყველაზე წიგნიერი ახალგაზრდები ონლაინ-სკოლას ქმნიან – საქართველოს ბანკი & წიგნების თარო

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით “წიგნების თარო” იწყებს უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ონლაინ სკოლის პროექტს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. ქვეყნის ყველაზე პოპულარული ლიტერატურული შოუს მონაწილეები ამჟამად ცოდნასა და გამოცდილებას ონლაინ სკოლის საშუალებით გაუზიარებენ ბავშვებს.

ონლაინ სკოლა 21 აპრილიდან დაიწყება, მანამდე კი მნიშვნელოვანია 16 აპრილის ჩათვლით მსურველები დარეგისტრირდეთ ონლაინ აპლიკაციის საშუალებით. ბავშვები შესაძლებელია დაესწრონ როგორც ერთ, ისე ყველა გაკვეთილს. გაკვეთილები იქნება მაქსიმალურად შემეცნებითი და გასართობი, საგნები კი ისეა შერჩეული, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლეების სხვადასხვა მხრივ განვითარებას.

გაკვეთილები ჩატარდება 15:00-დან 18:00 საათამდე, თითოეული კი 30 წუთს გაგრძელდება.

საგნების ჩამონათვალი ასეთია:

  • ქართული ენა
  • ინგლისური ენა
  • გერმანული ენა
  • მუსიკა
  • ხატვა
  • ხელოვნება
  • მსოფლიო ლიტერატურა
  • საქართველოს ისტორია
  • მითოლოგია
  • ბუნება
  • განმავითარებელი მათემატიკა
  • ადამიანი და ჯანმრთელობა
  • მე და საზოგადოება

მსოფლიო ლიტერატურის გაკვეთილს სხვებთან ერთად წიგნების თაროს წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძეც ჩაატარებს:

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

„პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე გაგვიჩნდა სურვილი, რომ ჩვენი რესურსი, როგორც ინტელექტუალური, ისე ადამიანური, პატარების განათლებისკენ მიგვემართა. ჩვენს გარშემო ერთიანდება უამრავი ახალგაზრდა, რომლებიც ასევე, საკუთარ სამოქალაქო ვალდებულებად თვლიან ცოდნის გაზიარებას. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთობლივი ძალებით ჩამოვაყალიბეთ ეს პროექტი, რომელიც ახლა „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ ცოდნის მიღების და განათლების ხელმისაწვდომობა არის ადამიანის უპირველესი უფლება და მისი გაზიარება კი, ერთგვარად მოვალეობაც კი. თუმცა ჩემთვის და „წიგნების თაროს“ გუნდისთვის ეს ის შემთხვევაა, როცა სასარგებლო ერთიანდება სასიამოვნოსთან. ვფიქრობ, სამყაროში, რომელშიც ცოდნა მთავარი იარაღია, მისი გაზიარებაც უმთავრესი სიკეთეა“.

თამი მურვანიძე, ონლაინ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი:

თამი მურვანიძე

„პანდემიის დროს მეტ-ნაკლებად ყველას გაგვიჩნდა თავისუფალი დრო და მნიშვნელოვანია ეს დრო საინტერესოდ გამოვიყენოთ. ცოდნის მიღება და გაზიარება არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი, „წიგნების თაროს“ ახალი პროექტის მიზანიც სწორედ ესაა, გავხადოთ სწავლა უფრო სასიამოვნო. ჩემი აზრით, ამ პროექტს უფრო საინტერესოს ხდის ახალგაზრდების ჩართულობა, ჩვენ შევეცდებით გაკვეთილები იყოს ინტერაქციული და სახალისო.

ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ვმუშაობთ სტრუქტურაზე, თემებზე, თამაშებზე და ა.შ. რეალურად ეს პროექტი ჩემთვის, როგორც ქართული ფილოლოგიის სტუდენტისთვის, ორმაგად საინტერესოა. მომეცა საშუალება გამოვცადო ჩემი თავი და მივხვდე, სამი წლის წინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა“.

„ბავშვებს მოვუწოდებ, შემოუერთდნენ „წიგნების თაროს“ ონლაინ სკოლას. ეს პლატფორმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვისაა, რათა მათ სასიამოვნოდ და ხალისიანად გაატარონ იზოლაციის პერიოდი, ითამაშონ თაროელებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებითი თამაშები და შესაბამისად, გართობის პარალელურად მიიღონ ცოდნა” – ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისათვის რომ COVID 19-თან ბრძოლის პირობებში კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე, შეიქმნა ახალი, უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი ონლაინ პლატფორმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება კომპლექსური განათლების მიღებაში. ახლა, ამ პირობებში მნიშვნელოვანია რომ არ გავჩერდეთ, რადგან გვჯერა, რომ ერთობით, ერთმანეთზე ზრუნვით ამ გამოწვევასაც ღირსეულად დავძლევთ და ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს. ერთად ყველაფერი შესაძლებელია“,- აცახდებენ საქართველოს ბანკში.

რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება.

ნახეთ ვიდეო და მიჰყევით ინსტრუქციას:

__________________________________
ონლაინსკოლის დასაწყისი: 21 აპრილი
გაკვეთილების დრო: 15:00-დან 18:00 სთ-მდე
1 გაკვეთილის ხანგძლივობა: 30 წუთი
რეგისტრაცია: 16 აპრილის ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი