ახალი ამბები

921- სომხეთი; 822- აზერბაიჯანი – COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები

9 აპრილი, 2020 • 1545
921- სომხეთი; 822- აზერბაიჯანი – COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები

დღეის, 9 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 40 ახალი შემთხვევა გამოავლინეს და  ქვეყანაში დადატურებული შემთხვევების რაოდენობა, ჯამში,  921 გახდა.

აზერბაიჯანში, ასევე ბოლო მონაცემით, 822 დადასტურებული შემთხვაა.

რაც შეეხება ორივე ქვეყნის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ტესტირებასთან დაკავშირებით, 9 აპრილის მონაცემით, სომხეთში COVID-19-ზე  5823 ტესტი გაკეთდა, რაც მილიონ მოსახლეზე 1965 ტესტია. აზერბაიჯანის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად კი, აქ 53 ათასზე მეტი ტესტია გაკეთებული – მილიონ მოსახლეზე – 5 ათასზე მეტი.

საქართველოში, 9 აპრილის მონაცემით, 214 დადასტურებული შემთხვევაა და 3248 ჩატარებული ტესტი – მილიონ მოსახლეზე – 820.

მასალების გადაბეჭდვის წესი