ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წლის ბოლომდე მოსკოვი და ცხინვალი ცხრა შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ

23 სექტემბერი, 2015 •
წლის ბოლომდე მოსკოვი და ცხინვალი ცხრა შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ

“ჩვენი ურთიერთოების ახალი ეპოქა 2015 წლის 18 მარტს ხელმოწერილი მოკავშორეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებით დაიწყო. ამ შეთანხმების ფარგლებში იგეგმება ცხრა დოკუმენტისა და შეთანხმების ხელმოწერა. ეს დოკუმენტები მიმართულია სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე”, – განაცხადა ხლოპონინმა. 

 

მისი თქმით, შეთანხმებები შეეხება განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, საჯარო მოსამსახურეთა ხელფასისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეთა პენსიის ზრდის საკითხებს. 

 

როგორც რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, ყველა შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე გაფორმდება.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
  





 

მასალების გადაბეჭდვის წესი