“საინტერესო სიტუაციის მომსწრე ვართ. ახალგაზრდობა, თაობა, რომელიც ომის შემდეგ გაიზარდა, პრაქტიკულად არ არის საქართველოსთან ემოციურად დამოკიდებული და ამ ქვეყნის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ზოგიერთმა არც კი იცის, როგორ ჟღერს ქართული ენა. ამავე დროს, გარკვეულ სიტუაციებში, როდესაც აფხაზეთის ინტერესების შევიწროებაზეა საუბარი, იგივე ახალგაზრდობა “ემოციურ საზოგადოებად” გვევლინება. მთლიანობაში, საქართველოსთან კონფლიქტი გუშინდელი დღე არ არის”, – ამბობს ხინთბა.
აქვე, სოხუმის წარმომადგენელი ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ საქართველოს ახალმა ხელმძღვანელობამ შეამცირა აგრესიული რიტორიკის დონე და გალის რაოონში დივერსიული საქმიანობის მხარდაჭერა.
“თუმცა ვერ შეძლო ძველი მიდგომების ინერციის შეჩერება და ისიც უარს აცხადებს აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. საქართველო ტექნიკურად აგრძელებს აფხაზეთთან საომარ მდგომარეობაში ყოფნას”.
ურთიერთობების ნორმალიზებას კი, როგორც ირაკლი ხინთბა ამბობს, ხელს უშლის საქართველოს შეურაცხმყოფელი ანგარიშები აფხზეთში ადამიანის უფლებათა საკითხებზე, რომელთაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებს.
![]() |
|
|

