თურქეთმა უკვე დახარჯა 7.6 მილიარდი აშშ დოლარი სირიიდან ლტოლვილებისთვის მას შემდეგ, რაც 2011 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი, – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ნუმან კურტულმუსმა 18 სეტქმბერს.
თურქეთმა ყველაზე მეტ სირიელს უმასპინძლა, რომლებსაც მოუხდათ სამშობლოს მიტოვება. ამის მიუხედავად, ბევრ სირიელს არა ავქს კანონიერი უფლება, რომ იმუშაონ და მათი საცხოვრებელი პირობები ისევ ძალიან რთული და პრობლემატურია.
თურქეთიდან სირიელი ლტოლვილები საბერძნეთში ცდილობენ შეღწევას, ხოლო საბერძნეთიდან ბალკანეთის ქვეყნებში მოხვედრას და იქიდან დასავლეთ ევროპაში შეღწევას.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტომასალაზე დაყრდნობით: