როგორც შსს-ში პოლიციაში აცხადებენ, აქციის ორი მონაწილე დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა).
ამ ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ. “თავისუფალი ზონის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათი ორგანიზაციის წევრები ლაშა ჭიღლაძე და სოსო მინდიაშვილი დააკავეს.
ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გიგი უგულავას მხარდამჭერებმა გამართეს. ისინი დედაქალაქის ყოფილი მერის დაპატიმრებას აპროტესტებენ.
© თავისუფალი ზონა