ახალი ამბები

ზეგ ხარებაა და სამებაში იქნებიან პატრიარქიც და მეუფე შიოც – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

5 აპრილი, 2020 • 1247
ზეგ ხარებაა და სამებაში იქნებიან პატრიარქიც და მეუფე შიოც – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროს, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ის, რომ დღევანდელ წირვას სამებაში არც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და არც მოსაყდრე შიო ესწრებოდნენ, არაფერს უკავშირდება და ჩვეულებრივი ამბავია.

როგორც დეკანოზმა ნეტგაზეთს განუცხადა, წინ არის ძალიან ბევრი მსახურება და შესაძლოა, რომელიღაც მათგანზე ილია მეორე და მიტროპოლიტი შიო არ იყვნენ.

“არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ზეგ არის ხარება და იქ იქნება პატრიარქიც და მეუფე შიოც. არ არის ასეთი მნიშვნელობის მქონე [დღეს სამებაში მათი წირვაზე არ დასწრება], რომ რაღაც… ხშირად ხდება ხოლმე ასე, უბრალოდ დღეს აიტაცეს”, – აცხადებს დეკანოზი ნეტგაზეთთან.

სამებაში დღეს წირვა ილია მეორისა და მოსაყდრე შიოს გარეშე ჩატარდა. პირველი არხის და ფორმულას მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ სამების ტაძარში მრევლი დისტანციას იცავს, თუმცა როგორც ცნობილია, ეკლესიამ არ შეცვალა ზიარების წესი და ის კვლავ ერთი კოვზის გამოყენებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი