ახალი ამბები

ე.წ. მატროსოვის ციხე უქმდება

5 აპრილი, 2020 • 4569
ე.წ. მატროსოვის ციხე უქმდება

თბილისში მდებარე ე.წ. მატროსოვის ციხე უქმდება. მიზეზი, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამია, შენობის მდგომარეობაა: “მოძველებულია”.

“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. 1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდება”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეხმაურება სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე

“როგორც ყველამ მეც დღეს გავიგე რომ #9 დაწესებულებიდან პატიმრები გადაყავდათ.

როგორც აღმოჩნდა, იუსტიციის მინისტრს დღეს მიუღია ორი ბრძანება

1) https://matsne.gov.ge/ka/document/view/4842600?publication=0

2) https://matsne.gov.ge/ka/document/view/4842584?publication=0

ამ ბრძანების მიხედვით, #9 დაწესებულება (ე.წ. ყოფილი მატროსოვის ქუჩის ციხე) ორ ლოკაციაზე იქნება განთავსებული. ნაწილი ისევ იქ დარჩება და მეორე ნაწილი ქალაქ რუსთავში #12 დაწესებულებაში.

სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები ამ წუთებში მიემართებიან ორივე დახურულ დაწესებულებაში ინფორმაციის ადგილზე გასარკვევად”, – წერს ბურჯანაძე ფეისბუკზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი