ახალი ამბები

სამებაში წირვა ილია მეორისა და მეუფე შიოს გარეშე ჩატარდა

5 აპრილი, 2020 • 1626
სამებაში წირვა ილია მეორისა და მეუფე შიოს გარეშე ჩატარდა

სამებაში წირვა ილია მეორისა და მოსაყდრე შიოს გარეშე ჩატარდა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროს, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ის, რომ დღევანდელ წირვას სამებაში არც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და არც მოსაყდრე შიო ესწრებოდნენ, არაფერს უკავშირდება და ჩვეულებრივი ამბავია.

როგორც დეკანოზმა ნეტგაზეთს განუცხადა, წინ არის ძალიან ბევრი მსახურება და შესაძლოა, რომელიღაც მათგანზე ილია მეორე და მიტროპოლიტი შიო არ იყვნენ.

“არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ზეგ არის ხარება და იქ იქნება პატრიარქიც და მეუფე შიოც. არ არის ასეთი მნიშვნელობის მქონე [დღეს სამებაში მათი წირვაზე არ დასწრება], რომ რაღაც… ხშირად ხდება ხოლმე ასე, უბრალოდ დღეს აიტაცეს”, – აცხადებს დეკანოზი ნეტგაზეთთან.

პირველი არხის და “ფორმულას” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამების ტაძარში მრევლი დისტანციას იცავს, თუმცა როგორც ცნობილია, ეკლესიამ არ შეცვალა ზიარების წესი და ის კვლავ ერთი კოვზის გამოყენებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი