ახალი ამბები

რუსეთში დააკავეს ექიმი, რომელიც covid -19 -თან ბრძოლაში საავადმყოფოს ეხმარებოდა

4 აპრილი, 2020 • 1678
რუსეთში დააკავეს ექიმი, რომელიც covid -19 -თან ბრძოლაში საავადმყოფოს ეხმარებოდა

რუსეთში დააკავეს “ექიმთა ალიანსის” ლიდერი, რომელიც კოლეგებთან ერთად ცდილობდა საავადმყოფოებში  კორონავირუსისგან დასაცავად პირბადეები და სხვა აღჭურვილობა მიეტანა. 

ანასტასია ვასილევა, ექიმი ოფთალმოლოგი, რომელმაც მანამდე რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა კორონავირუსის შემთხვევების დამალვაში და რუსეთში პნევმონიიის გაზრდილ რაოდენობაზე ისაუბრა, 3 აპრილს, 19 საათიანი პატიმრობის შემდეგ  გაათავისუფლეს.

ვასილევა ცდილობდა  ნოვგოროდის საავადმყოფოსთვის 500 ზე მეტი სამედიცინო ნიღაბი, ანტისეპტიკური ხსნარები, სათვალეები და კომბინიზონი გადაეცა, თუმცა ის გზაში დააკავეს. 

ოფიოციალურად ის თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო დააკავეს და 20 აშშ დოლარის ექვივალენტის რუბლით დააჯარიმეს.

მის დააკავებას მყისიერად გამოეხმაურნენ ამნესტი ინთერნეიშენალი და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე და მოუწოდეს რუსეთს მისი მყისიერად გათავისუფლებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი