ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში დაკარგული ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა

17 სექტემბერი, 2015 • • 1044
ბაქოში დაკარგული ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა

როგორც მისი ადვოკატი ამბობს, დაკავებულთან არ უშვებენ და ჟურნალისტის დაკავების მიზეზსსაც არ განმარტავენ.

 

19 წლის შირინ აბასოვი მეიდან ტვ-ის ფრილანსერი ჟურნალისტია. ის ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემასთან თანამშრომლობდა და აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და დაპატიმრებულ უფლებამდაცველთა სასამართლო პროცესებს. 

 

აბასოვი მეიდან ტვ-სთვისაც მუშაობდა. Meydan TV ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ემინ მილიმ 2013 წელს დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპული ფონდის ფინანსური ხელშეწყობით დააფუძნა, თუმცა 2014 წლის დეკემბერში ბაქოს ოფისი თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით დაიხურა. Meydan TV ინტერნეტით ბერლინიდან მაუწყებლობდა და აზერბაიჯანში არსებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე მუშაობდა. 

 

გუშინ, 16 სექტმბერს ამავე მედიაგამოცემის ორი ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც გუშინვე გაათავისუფლეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   




მასალების გადაბეჭდვის წესი