ახალი ამბები

ნიუტონის აღმოჩენები სახლში შავი ჭირის კარანტინისას

3 აპრილი, 2020 • 3901
ნიუტონის აღმოჩენები სახლში შავი ჭირის კარანტინისას

COVID-19-ის პანდემია არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს დროებით უარის თქმა უწევთ ცხოვრების ჩვეულ სტილზე  — ასე მაგალითად, შავი ჭირის აფეთქების დროს, 1660-იან წლებში სოციალური დისტანცირების ზომების დაცვა გაერთიანებულ სამეფოში მოუხდათ. სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის წესები მაშინ ისააკ ნიუტონმაც დაიცვა და უნივერსიტეტიდან მშობლიურ,პატარა ქალაქში დაბრუნდა, თუმცა ზუსტად იქ გაატარა ყველაზე პროდუქტიული წლები, ცნობილი, როგორც „სასწაულების წლები“,- იუწყება The Washington Post (WaPo).

გამოცემის ცნობით, 1665 წელს აგრეთვე გაიცა „სოციალური დისტანცირების“ ბრძანება — მაშინ შავი ჭირით 18 თვეში 100 000 ადამიანი გარდაიცვალა (იმდროინდელი ლონდონის მოსახლეობის დაახლოებით 1/4). ნიუტონსაც, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, რომელმაც ლონდონი დატოვა და შედარებით უსაფრთხო რეგიონში გადავიდა, უნივერსიტეტის დატოვება  ვულსთორფის სახლში, ლინკოლნშირის საგრაფოში დაბრუნება მოუწია.

ისააკ ნიუტონის სახლი, სადაც მან შავი ჭირის დროს თითქმის 2 წელი გაატარა

როგორც WaPo წერს, სახლში ყოფნისას ნიუტონმა მოიწყო წიგნების თაროები და პატარა კაბინეტი,  შემდეგ კი ცარიელი ფურცლები იდეებითა და გამოთვლებით გაავსო, ხოლო ყოველდღიური ცხოვრების საზრუნავების არარსებობის გამო, მისმა კრეატიულობამ საგრძნობლად იმატა.

გამოცემის ცნობით, ზუსტად მაშინ აღმოაჩინა ნიუტონმა დიფერენციალური აღრიცხვა და ინტეგრალი კალკულუსი — მოდელები, რომლებსაც დღეს იყენებენ მეცნიერებაში, საინჟინრო მეცნიერებაში, ეკონომიკაში და სხვა სფეროებში. ამ ორ მოდელს შეუძლია ამოხნსას ბევრი ამოცანა, რომლის ამოხსნაც, უბრალოდ, მხოლოდ ალგებრას არ შეუძლია.

ნიუტონმა სახლში გატარებული დროის განმავლობაში— დაახლოებით 1666 წელს  შეიმუშავა და 1667 წელს გამოაქვეყნა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელშიც აღწერა გრავიტაციული ურთიერთმოქმედება კლასიკური მექანიკის პირობებში.

შეისწავლა ოპტიკა, ჩაატარა ექსპერიმენტები ოპტიკისა და ნათების სფეროებში, რომელთა წყალობითაც დაანგრია წარმოდგენა, თითქოს შუშა თეთრ შუქს სხვადასხვა შეფერილობას აძლევდა.

როგორც ნიუტონის ბიოგრაფი, ჯეიმზ გლიკი წერს, ნიუტონი თავადაც აღნიშნავდა სახლში ყოფნის წლებს: „იმ დროს ვიყავი გამომგონებლობის პერიოდის პიკში და მათემატიკითა და ფილოსოფიით დავკავდი ბევრად უფრო დიდი ხნით, ვიდრე ოდესმე“.

National Trust-ის ცნობით, ნიუტონმა ვულსთორფის სახლში საკმაოდ დიდი დრო, 1665 წლის ზაფხულიდან 1667 წლის გაზაფხულამდე დაჰყო, ხოლო შავი ჭირის აფეთქების შემდეგ დატოვა მშობლიური ადგილები და დაუბრუნდა სწავლას ტრინიტის კოლეჯში (კემბრიჯის უნივერსიტეტის 31 კოლეჯიდან ერთ-ერთი). საბოლოო ჯამში, იმავე კოლეჯში პროფესორი გახდა, თუმცა ზუსტად სახლში ყოფნისას ნიუტონმა გააკეთა ის აღმოჩენები, რომელთა წყალობითაც დღესაა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი