კერძოდ, ტელეკომპანიამ მოითხოვა მოსამართლე ურთმელიძის აცილება. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ურთმელიძე ვერ იქნება ობიექტური მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. მოსამართლე ურთმელიძე აცხადებს, რომ ეს მისთვის ერთგვარი სიურპრიზია და ვერ ხედავს მისი აცილების საფუძველს. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დააკმაყოფილოს მოსამართლის აცილება. მისი თქმით, დღევანდელი სხდომა, უბრალოდ, მოსამზადებელია.
 
კიდევ ერთი შუამდგომლობა ეხებოდა იმას, რომ საქმის განხილვა განახორციელოს მოსამართლეთა კოლეგიამ, რაც ასევე არ დააკმაყოფილა მოსამართლემ. მან დაუკმაყოფილებელი დატოვა შუმადგომლობა ყადაღის და სხვა შეზღუდვების შესახებ ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებაც. 

 

“აღმოჩნდა, რომ სამივე შუამდგომლობაზე უკვე უარი გვეთქვა, მეტიც, ყადაღის განჩინებაზე საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ურთმელიძემ და უარი გვითხრა. დღის ტურავას სტატუსი დამაჯერებლად დაიმსახურა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ”, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუკში.

 

სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის შესახებ სასამართლო პროცესზე, 17.09.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის შესახებ სასამართლო პროცესზე, 17.09.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 5 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა და ყადაღა დაადო “რუსთავი 2″–ის პარტნიორების წილებს, უძრავ ქონებებს, მათ აეკრძალათ ქონების გასხვისება და გაქირავება.

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება ქიბარ ხალვაშის სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ “რუსთავი 2”-ის იურისტებმა 13 აგვისტოს გაასაჩივრეს. “რუსთავი 2” ამ განჩინების გაუქმებას ითხოვს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *