ახალი ამბებიეკონომიკა

67 კომპანია, რომლებსაც მუშაობის უფლება შეუნარჩუნდათ

1 აპრილი, 2020 • 3866
67 კომპანია, რომლებსაც მუშაობის უფლება შეუნარჩუნდათ

საქართველოს მთავრობამ დამატებით გამოაქვეყნა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი  იმ 67 მეწარმე სუბიექტის ჩამონათვალი, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

შესაბამისი ცვლილება შევიდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის ვადით ქვეყანაში შეჩერებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარკვეული გამონაკლისის გარდა.

ეს გამონაკლისი კი ეხება სამედიცინო, საფინანსო, სურსათისა და სხვა სფეროებს, რომლებიც ჩვეულებრივ აგრძელებენ საქმიანობას.

<b>სფეროები, სადაც ეკონომიკური საქმიანობა არ შეჩერებულა, ნახეთ აქ:</b>

 საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე, მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა.

 

2020 წლის 31 მარტიდან კი საქმიანობის უფლება მიეცათ შემდეგ კომპანიებს:

სუბიექტის დასახელება ეკონომიკური საქმიანობის დასახელება
შპს „საქნახშირი“ ქვანახშირის მოპოვება
სს „RMG Copper“ სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება
შპს „RMG Gold“ სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება
შპს „ჯმ 29“ სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება
სს „რუსთავის აზოტი“ მინერალური სასუქების წარმოება
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ პლასტმასის საფუთავების წარმოება
სს „მინა“ ღრუ მინის წარმოება
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ ცემენტის წარმოება
შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ ცემენტის წარმოება
შპს „კნაუფ გიპს თბილისი“ ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება
შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
შპს „რუსელოის“ თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
შპს „ჯეოსთილი“ ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება
შპს „ამბიკონ სტილსი“ ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება
შპს „რუსთავის ფოლადი“ ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება
შპს „გლობუსი“ სხვა ფერადი ლითონების წარმოება
შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ ფოლადის ჩამოსხმა
შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
შპს „ასკანგელ ჯგუფი“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
შპს „ასკანგელ ალიანსი“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
შპს „ასკანგელ ბენტონიტი“ სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
სს „ელმავალმშენებელი“ სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება
შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“ სხვა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება
შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“ ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი
შპს „მნკორპი“ საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით
სს „საქართველოს რკინიგზა“ რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი ტრანსპორტირება მილსადენებით
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ტრანსპორტირება მილსადენებით
შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი
შპს „მეტრო სერვის +“ სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „ტავ ურბან საქართველო“ საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „საქაერონავიგაცია“ საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო „ნავსადგური“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ბი ენდ პი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „ტრანსფორდი“ ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ეისა“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ჯიარ ტრანზიტი“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ჯნს ჯორჯია“ ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები
შპს „თიბისი ფეი“ ბიზნესის სხვა დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი
შპს „აჭარა ტექსტილი“ პირბადეების კერვა
შპს „მოვი“ პირბადეების კერვა
შპს „ემჯიემტექს“ პირბადეების კერვა
შპს „ISTANBUL BAZAAR“ პირბადეების კერვა
შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“ პირბადეების კერვა
შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ პირბადეების კერვა
შპს „BTM-TEXTILE“ პირბადეების კერვა
შპს „პრომო ვეარ“ პირბადეების კერვა
სს „სამკერვალო კომპანია იმერი“ პირბადეების კერვა
სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები“ (ციკლონი) თვითმფრინავის ნაწილების წარმოება
შპს „საქსპეცტრანსი“ პირბადეების კერვისათვის მასალით უზრუნველყოფა
შპს „ჯი ენ ელ“ ლატარიების მოწყობა
შპს „გებრიუდერ ვაის“ სატვირთო საგზაო ტრანსპორტი
შპს „კაპაროლ ჯორჯია“ საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება
სს „საქკაბელი“ ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება

დღეს, 1-ელ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის პირდაპირი დახმარების მიზნით 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა.

ეს დახმარება მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა მზად იყოს სწრაფად განვითარებისთვის და აღადგინოს ის პოზიციები, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა,” – განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი