ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოჯახში ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე ცხინვალშიც საუბრობენ

11 სექტემბერი, 2015 •
ოჯახში ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე ცხინვალშიც საუბრობენ

როგორც ქალი ყვება, ქმარმა და დედამთილმა საკუთარ სახლში სცემეს. სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ქალს ტვინის შერყევა ჰქონდა და სხვა დაზიანებებიც აღენიშნებოდა.  

 

გამოცემა წერს, რომ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლის ცნობით, ქმრების მიერ ნაცემი ქალები ხშირად ხვდებიან მათთან. 

 

“ერთი კვირის წინ ტრავმატოლოგიურში ქალი იწვა ჩვენთან ცხვირის მოტეხილობით. ქმარმა ისე სცემა, რომ თაბაშირის დადება მოგვიწია. საავადმყოფოდან გამოწერის დროს უკვე შერიგებული იყო ქმართან”, – ამბობს საავადმყოფოს წარმომადგენელი. 

 

sputnik-ossetia-ს ცნობითვე, ცხინვალის რეგიონში არ არსებობს ნდობის ტელეფონი ან ქალთა უფლებების დაცვის არც ერთი ცენტრი, სადაც ქალები სურვილის შემთხვევაში მაინც მიიღებდნენ რაიმე დახმარებას.

 

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის სტატისტიკას, გამოცემა წერს, რომ შს უწყებამ მათ მშრალი სტატისტიკა მიაწოდა, რომლის შესაბამისად, წინა წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 40 საჩივარი შევიდა. მიმდინარე წელს კი, – ჯერ მხოლოდ 16.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
  


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი