ახალი ამბები

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 889 ადამიანი გარდაიცვალა

28 მარტი, 2020 • 39239
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 889 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 889 ადამიანი გარდაიცვალა. 28 მარტის მდგომარეობით, იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10 023 მიაღწია.

დღევანდელი მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსი 92 472 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 70 065 აქტიური შემთხვევაა, ხოლო 12 384 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის ყველაზე მეტი, 116 448 შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფიქსირებული. ჩინეთი კი, სადაც ვირუსმა პირველად იფეთქა, , აშშ-სა და იტალიის შემდეგ, მესამე ადგილზეა 81 394 დადასტურებული შემთხვევით.

მასალების გადაბეჭდვის წესი