ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი პოლიტიკური პარტია აფხაზეთში

5 სექტემბერი, 2015 • • 1262
ახალი პოლიტიკური პარტია აფხაზეთში

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პარტიის წარმომადგენელი ბატალ კაცია განმარტავს, რომ პარტიის სტრუქტურაში იქნებიან თავმჯდომარე და ხუთკაციანი პოლიტიკური საბჭო, რომლის წევრთა ასაკი 40 წელზე მეტი არ იქნება. 

 

“ჩვენი ძირითადი ამოცანაა ჩვენი ერი მონოლითად ვაქციოთ. თუ ეს არ გამოვა, ჩვენი დაყოფა და ერთმანეთთან კამათი ყოველთვის ადვილი იქნება. ჩვენი მენტალობა, ჩვენი აფსუარა – ეს ისაა, რაც ყველას გვაერთიანებს. ამაშია ჩადებული ყველა პასუხი”, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, ბატალ კაციამ. 

 

პარტიაში “აინარი” გაწევრიანებული არიან ახალგაზრდა ეკონომისტები, მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, იურისტები და სხვა პროფესიის  წარმომადგენლები.

 

პარტიად ჩამოყალიბებამდე ამ ჯგუფს არაერთხელ მიუმართავს ქვეყნის ხელისუფლებისთვის და პარლამენტისთვის აფხაზეთის პოლიტიკური, ჯანდაცვის და ეკონომიკის სფეროების განვითარებისთვის წინადადებებით. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი