ახალი ამბები

ეროვნულ, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

26 მარტი, 2020 • 1583
ეროვნულ, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიიღეს. სმინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი:

მიხეილ ჩხენკელი: „აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის გაგრძელდეს 30 აპრილის ჩათვლით.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ცვლილება ეხება მხოლოდ რეგისტრაციის ვადებს და არა ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღებს. რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღს, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ-რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე, 24- საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი