ახალი ამბები

ორივე შემთხვევა თურქეთიდან შემოსვლას უკავშირდება, თუმცა კვლევა დასრულებული არ არის – გამყრელიძე

26 მარტი, 2020 • 1074
ორივე შემთხვევა თურქეთიდან შემოსვლას უკავშირდება, თუმცა კვლევა დასრულებული არ არის – გამყრელიძე

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორივე დადასტურებული შემთხვევა თურქეთიდან შემოსვლას უკავშირდება, თუმცა ეპიდკვლევა დასრულებული ჯერ არ არის. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პირები ერთი ბათუმშია, ხოლო მეორე- ზუგდიდში.

“ორი შემთხვევა გვაქვს დამატებით. ერთი დადასტურებული -ბათუმში, ჩვენი ლაბორატორიის ბათუმის განყოფილებაში, ხოლო მეორე დადასტურებული -ქუთაისში, თუმცა ავადმყოფი ზუგდიდშია. დიახ, ორივე შემთხვევა თურქეთიდან შემოსვლას უკავშირდება. თუმცა, სანამ ეპიდკვლევა და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა არ დასრულდება, ანუ წყარო რა არის, საიდან მოდის, მხოლოდ თურქეთიდან თუ კიდევ სხვა ქვეყნიდან.. ჯერ ამაზე ვერ დავკონკრეტდები. ხვალ, ალბათ შუადღისას, უფრო მეტი გვეცოდინება ამ ორი შემთხვევის შესახებ”,-უთხრა გამყრელიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელს”.

25 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პირი იმყოფება.ქვეყანაში გამოჯანმრთელების 10 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი