ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო საერთაშორისო გამოხმაურებებზე: ხადიჯა ისმაილოვას დანაშაული მედიას არ უკავშირდება

2 სექტემბერი, 2015 •
ბაქო საერთაშორისო გამოხმაურებებზე: ხადიჯა ისმაილოვას დანაშაული მედიას არ უკავშირდება

მისივე განცხადებით, ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანზაციების მცდელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიზებული უწოდონ, დაუშვებელია. 


 

ისმაილოვა დამნაშავედ ცნეს უკანონო მეწარმეობის, გადასახადებისგან თავის არიდების, მსხვილი თანხების მითვისება/გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით. ამავე დროს, ჟურნალისტი უდანაშაულოდ ცნეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლში.  

 

 

 

აზერბაიჯანის პროკურატურა დაკავებული ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვასთვის ბაქოს სასამართლოსგან 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა.


 

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას პროცესზე  სიტყვა მისცეს, თუმცა მისი შინაარსის გამო მოსამართლემ  საუბარი არ დაასრულებინა. თავის სიტყვაში ჟურნალისტი პროკურატურის მიერ საქმის მასალების ფალსიფიცირებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობდა.

 

აზერბაიჯანში სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავსირებით, რომლის მიხედვით, რადიო თავისუფლების გამომძიებელ ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ცალკეულმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  


მასალების გადაბეჭდვის წესი