ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი ენგურის გამშვებ პუნქტზე შეზღუდვებს აწესებს

2 სექტემბერი, 2015 •
სოხუმი ენგურის გამშვებ პუნქტზე შეზღუდვებს აწესებს

ამის მიზეზებს საგარეო უწყება არ განმარტავს. აქვე ნათქვამია, რომ დამატებით ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

 

“შეზღუდვები ტექნიკური მიზეზებითაა განპირობებული და ისინი არ შეეხება აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთში შემოსვლა “ფსოუდან” – რუსეთ-აფხაზეთის გამშვები პუნქტიდან შეუძლიათ”.


რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ქართულ-აფხაზურ საზღვარზე ტვირთის უკანონო შემოტანა აფხაზეთის ეკონომიკას ანგრევს და ამიტომ კონტროლი სასაზღვრო პუნქტზე უნდა გაძლიერდეს.


 მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  




მასალების გადაბეჭდვის წესი