ახალი ამბები

მარნეულსა და ბოლნისში 20 000-ზე მეტი ადამიანს გაუზომეს სიცხე, საავადმყოფოში გადაიყვანეს 2

25 მარტი, 2020 • 1069
მარნეულსა და ბოლნისში 20 000-ზე მეტი ადამიანს გაუზომეს სიცხე, საავადმყოფოში გადაიყვანეს 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მიმდინარე ორი დღის მანძილზე, რაც მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო ზომები შემოიღეს, ექიმებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 20 000-ზე მეტი ადამიანი მოინახულეს, გამოკითხეს და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩაუტარეს.

მათ შორის, ჩიქოვანის თქმით, მოქალაქეებს გაუზომეს ტემპერატურა და 20 000-დან სიცხე 25 ადამანს აღმოაჩნდა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, იმ პირებს შორის, რომლებსაც შემოწმებისას ტემპერატურა დაუდგინდათ, მხოლოდ 2 იყო საყურადღებო და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს:

“საგანგებო რეჟიმი მარნეულსა და ბოლნისში 48 საათია გამოცხადებულია. თავიდან გვქონდა გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, თუმცა დღსდღეობით ეს აღმოფხვრილია. სრულადაა იზოლაცია უზრუნველყოფილი, მოსახლეობა – ინფორმირებული. ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან მშვიდად ეპყრობიან ვითარებას, რაც არის მარნეულსა და ბოლნისში და მინდა მათ მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო” ,- ამბობს ჩიქოვანი.

ამ დროისთვის (25 მარტი 13:00 საათი) საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 10 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი