ახალი ამბებიეკონომიკა

ლარის კურსი ამ ნიშნულზე იქნება, სანამ ეს კრიზისი გადაივლის – თალაკვაძე

24 მარტი, 2020 • 2361
ლარის კურსი ამ ნიშნულზე იქნება, სანამ ეს კრიზისი გადაივლის – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ლარის კურსის გაუფასურება მსოფლიო კრიზისმა გამოიწვია და მისი დარეგულირება მას შემდეგ მოხდება, რაც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გადაივლის. ამის შესახებ თალაკვაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

“ეს არის არასტანდარტული ვითარება. პრაქტიკულად, ლარის კურსმა უპასუხა გლობალურ კრიზისს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ცვლილებებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ლარი არის დაკავშირებული უშუალოდ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზუსტად აჩვენებს, რა მდგომარეობაში იმყოფება, ერთი მხრივ, ქვეყნის, და მეორე მხრივ ,რეგიონის ეკონომიკა, ვისთანაც ჩვენ გვაქვს აქტიური სავაჭრო და ფინანსური ეკონომიკური ურთიერთობები.

ამიტომ, ლარის კურსი იქნება ამ ნიშნულზე მანამ, სანამ ეს კრიზისი გრძელდება. როგორც კი დაიწყება ეკონომიკის აღდგენა, რა თქმა უნდა, ლარის კურსიც ამას ადეკვატურად უპასუხებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპრაკებები საერთაშორიოს საფინანსო ინსტიტუტებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან და როგორც კი ეპიდემიის ძლიერი ტალღა გადაივლის და ეკონომიკა გახდება მთავარი პრიორიტეტი, უფრო მეტი ძალისხმევა დაიხარჯება ამ მიმართულებით

“ჩვენ მოველით, რომ ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკას სტაბილიზაციაში დაეხამრებიან”, – განმარტა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ამ მიმართულებით მთავრობა, პარლამენტი და დიპლომატიური კორპუსი უკვე მუშაობს, რათა მომდევნო თვეებში კონკრეტული დახმარება მიიღოს საქართველომ დასავლეთისგან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.

ბოლო ორი კვირაა, ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით მკვეთრად გაყფასურდა. 25 მარტის კურსით, ერთი აშშ დოლარი 3.45 ლარი ღირს მაშინ, როცა ჯერ კიდევ მარტის პირველ ნახევარში მისი ღირებულება 2.80-ს არ აჭარბებდა.

ლარი დოლართან 21 თეთრით გაუფასურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი