ოფიციალური ინფორმაციითვე, კომპლექსურ სწავლებაში ჩართული არის ასევე 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე ბრონირებული ავტომობილები [КамАЗ “Мустанг”], ჯავშანტრასნპორტი [БТР-82М], ზენიტური და საარტილერიო დანადგარები.
მასშტაბური წვრთნები რუსეთმა მის სამხრეთ სამხედრო ოლქში მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.