ახალი ამბები

თბილისის ქუჩებს ღამით დეზინფექცია ჩაუტარდებათ

24 მარტი, 2020 • 2562
თბილისის ქუჩებს ღამით დეზინფექცია ჩაუტარდებათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, დღეს, დღის ბოლოდან, თბილისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

კალაძის თქმით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით რამდენიმე დღის განმავლობაში დამუშავდება ყველა ქუჩა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებია განთავსებული, ასევე, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაც.

კალაძე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ მერია გააგრძელებს ავტობუსის გაჩერებებისა და მეტროს შესასვლელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნული საშუალებების გამოყენებით ყოველდღიურ რეჟიმში უკვე იწმინდება:

“მოხდება უშუალოდ იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები, სადაც არის გაჩერებები, მეტროს შესასვლელები. რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება ეს პროექტი. ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ უშუალოდ მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშოებს. საზოგადეობრივი ტრანსპორტი ყოველდრიურ რეჟიმში მუშვდება სპეციალური ხსნარებით”, – ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი