ახალი ამბები

პანდემიას მინიმუმ 23 იტალიელი ექიმი ემსხვერპლა – CNN

24 მარტი, 2020 •
პანდემიას მინიმუმ 23 იტალიელი ექიმი ემსხვერპლა – CNN

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან გარდაცვლილი ექიმების რაოდენობამ 23-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN იტალიელ ექიმთა ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ექიმების სია, რომლებიც COVID-19-ის ეპიდემიის დროს დაეცნენ, სულ უფრო იზრდება. და როცა დაავადებული სამედიცინო პერსონალის მონაცემები მატულობს, ბევრი ექიმი უცბად იღუპება, ისე, რომ ვირუსი შეიძლება არაფერს შუაში იყოს“, — ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

23 დაღუპულიდან 19 ლომბარდიის რეგიონიდან იყო, რომელიც კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. სხვები მუშაობდნენ ნეაპოლში, ემილია რომანიაში და მარშეში.

იტალიის ხელისუფლების ცნობით, კორონავირუსით დაავადებულია 4,824 სამედიცინო პერსონალი.


იტალიაში კორონავირუსით დაავადებულია 63,927 ადამიანი, გარდაიცვალა 6,077, გამოჯანმრთელდა 7,432.

კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: 372,563 მსოფლიოში, 67 საქართველოში
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: 101,911 მსოფლიოში, 9 საქართველოში
  • გარდაცვალების შემთხვევა: 16,595 მსოფლიოში, 0 საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი