ახალი ამბებირეკლამა

აშენება, დაპროექტება, რემონტი – რას გთავაზობთ „ახალი დიზაინი“

24 მარტი, 2020 • 4336
აშენება, დაპროექტება, რემონტი – რას გთავაზობთ „ახალი დიზაინი“

თუ სახლის აშენება გინდათ და ჯერ არ იცით ვის დააპროექტებინოთ, ან და ახლახანს იყიდეთ ბინა, მაგრამ რემონტისთვის დრო არ გაქვთ, თუ ინტერიერის დიზაინს დიდი ხანია არჩევთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგიღიათ, კომპანია „ახალი დიზაინი“ უნდა გაიცნოთ.

„ახალი დიზაინი“ 2012 წელს დაფუძნდა და რვა წელია აქტიურად მუშაობს ქართულ ბაზარზე. მისი საქმიანობის არეალი მთელ ქვეყანას მოიცავს.

„ახალი დიზაინი“ მომხმარებელს სთავაზობს  საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრულ პაკეტს, ინტერიერის დიზაინისა და შიდა სამუშაოების შესრულებას.

კითხვები, რომლებსაც ჩვენთან მოსული დამკვეთები ხშირად სვამენ, შემდეგია:

რამდენად ხარისხიანია მასალა რომელსაც რემონტის დროს იყენებთ?

რატომ უნდა ავირჩიოთ თქვენი კომპანია?

მოდი, მივყვეთ პუნქტობრივად.

  • რატომ უნდა აირჩიოთ „ახალი დიზაინი“?

კომპანიას ჰყავს მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრები, რაც შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სირთულის გამოწვევები გადაჭრას პროფესიონალურ დონეზე. კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, მომხმარებლის წინაშე აღებული ვალდებულების ხარისხიანად შეასრულოს, შედეგად კი კმაყოფილი მომხმარებელი გაიჩინოს.

  • რამდენად ხარისხიანია მასალა. რომლითაც „ახალი დიზაინი“ სარემონტო სამუშაოებს ასრულებს?

„ახალი დიზაინი“ სამშენებლო და სარემონტო სფეროში მომუშავე წამყვან იმპორტიორებთან თანამშრომლობს. ასევე, კომპანია ხელს უწყობს ადგილობრივ ბაზარზე მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების პოპულარიზაციას. სანამ კომპანიის წარმომადგენლები სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ, ყველა დეტალი თანხმდება დამკვეთთან. თქვენ, მომხმარებელი, თავად ირჩევთ მასალის ხარისხს და ტიპს.

  • ფორმდება თუ არა რაიმე სახის ხელშეკრულება დამკვეთთან ?

თითოეულ მომხმარებელთან ფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულება პროექტების მიხედვით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევუქმნათ კომფორტი. ის ჯერ ხედავს შედეგს და შემდეგ ხდება ანგარიშსწორება. დამკვეთს შეუძლია არ ელოდოს სამუშაოების დასრულებას, მას შეუძლია სამუშაო პროცესი მუდმივად აკონტროლოს და ინფორმირებული იყოს თუ რა სახის სარემონტო სამუშაოები ტარდება და როგორ მიმდინარეობს რემონტი.

კომპანია „ახალ დიზაინს“ რვა წლის მანძილზე არაერთი წარმატებული და საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. „ახალმა დიზაინმა“ ამ დროის განმავლობაში მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მაგალითად, საერთაშორისო კომპანია WEWORK-ისა და „ახალმა დიზაინის“ თანამშრომლობა სწორედ სანდოობისა და ხარისხის გათვალისწინებით შედგა.

„ახალი დიზაინის“ დაარსების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც რეალობაში დავინახეთ, რამდენად რთული იყო სარემონტო სამუშაოების არაორგანიზებულად ჩატარება. დავინახეთ, რამდენად რთულია, მართო სხვადასხვა სივრცეში მოქცეული საპროექტო და დიზაინერული სამუშაოები, მობილიზება გაუკეთო სამშენებლო ბრიგადებს – ამ სირთულის გაცნობიერების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ კომპლექსურად ერთი მთლიანი სერვისი შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის,“ – ასე იხსენებს „ახალი დიზაინის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დავით ბაზაზაშვილი კომპანიის შექმნის ისტორიას.

მისივე თქმით, „ახალი დიზაინის“ მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული, თავად კომპანიის ხელმძღვანელობას კი შესაძლებლობა ჰქონდა რამდენიმე წლის განმავლობაში სამშენებლო-სარემონტო მასალების წარმოება და იმპორტი განეხორციელებინა საქართველოში.

„ჩვენ ვქმნით ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ჩვენი მომხმარებლისათვის.

წარმოიდგინეთ, ადამიანები გვენდობიან და საკუთარი სახლის მოწყობას გვანდობენ, რომელშიც შემდეგ ბევრი წელი უნდა იცხოვრონ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, მჭიდრო კავშირი გვაქვს ამ ადამიანებთან და აუცილებლად მათთან შეთანხმებით სრულდება თითოეული დეტალი.

პირადად ჩემთვის სიამოვნებაა როდესაც დამკვეთი კმაყოფილია ჩვენი შესრულებული სამუშაოთი,“ – ამბობს „ახალი დიზაინის“ დამფუძნებელი დავით ბაზაზაშვილი.

________________________

დაგვიკავშირდით:

ფეისბუქი: New Intex Design 

ვებგვერდი: newintexdesign.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი