“პატრიოტთა ალიანსი აცხადებს, რომ აპირებს გაგვიწიოს კონკურენცია. ეს ძალიან საინტერესო არჩევნები იქნება, ეს იქნება არჩევნები იდეოლოგიებს შორის. ამომრჩეველი გააკეთებს სხვაობას 2 სხვადასხვა ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალის კანდიდატს შორის. ანუ პოლიტიკური ძალები, კოალიცია “ქართული ოცნება” და “პატრიოტთა ალიანსი” ქვეყნის განვითარებას სხვადასხვანაირად ვხედავთ და კარგია ეს კონკურენცია. კარგი არის ისიც, რომ მე დარწმუნებული ვარ, შესამჩნევი უპირატესობით დადასტურდება ის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპული, ევროატლანტიკური არჩევანი,”– განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დღეს “ქართული ოცნების” ოფისში პრემიერმა საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად თამარ ხიდაშელი, ხოლო მარტვილის კანდიდატად – სოსო დანელია დაასახელა.
ოქტომბერში საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატებად კოალიცია ” ქართული ოცნება” თამარ …
Posted by Irakli Garibashvili on Monday, August 31, 2015
20 აგვისტოს 11-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა არასაპარლამენტო ოპოზიციიდან განაცხადა, რომ ისინი საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. 21 აგვისტოს ბოიკოტს შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ბიოკოტს არ შეუერთდა “პარტიოტთა ალიანსი”. პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აპირებს.
დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საგარეჯოსა და მარტვილში “ქართულმა ოცნებამ” მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატები წარადგინა.
“კოალიცია ქართული ოცნება იმატებდ არა 2 დეპუტატს მხოლოდ, არამედ ის იმატებს 2 ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე პოლიტიკოსს საკანონმდებლო ორგანოში,”– განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე განცხადებით, სწორედ მათი კანდიდატები არიან ფავორიტები არჩევნებში იმის მიუხედავად, მიიღებენ თუ არა მონეწილეობას სხვა პარტიები.
“ზოგი იღებს მონაწილეობას, ზოგი არ იღებს მონაწილეობას, ეს მათი არჩევანია. წასაგებ ბრძოლში ზოგი არ შედის და ზოგი შედის,”– განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.