ახალი ამბები

მღვდლებმა მარნეულის ქუჩები აკურთხეს – “რადიო მარნეული”

23 მარტი, 2020 • 1586
მღვდლებმა მარნეულის ქუჩები აკურთხეს – “რადიო მარნეული”

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა მარნეულის ქუჩები აკურთხეს. ინფორმაციასა და კადრებს ამის შესახებ “რადიო მარნეული” ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მანქანიდან სასულიერი პირებმა ნაკურთხი წყალი ქუჩებში მოასხურეს. კურთხევის რიტუალი კორონავირუსის პრევენციას უკავშირდება.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

23 მარტის 18:00 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი