ახალი ამბები

ლარი დოლართან 5 თეთრით გაუფასურდა

23 მარტი, 2020 • 965
ლარი დოლართან 5 თეთრით გაუფასურდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 5 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.23 ლარია. საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთანაც გაუფასურდა 3.4 თეთრით და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.45 ლარი გახდა.

19 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკუთარი სავალუტო რეზერვებიდან 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. იმავე დღეს ლარი დოლართან და ევროსთან 2.3 და 8.8 თეთრით გამყარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი