ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში 194 ინფიცირებულიდან არცერთი არ არის მძიმედ – მინისტრი

23 მარტი, 2020 • 1477
სომხეთში 194 ინფიცირებულიდან არცერთი არ არის მძიმედ – მინისტრი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსეონ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 194 პაციენტიდან არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე ან უკიდურესად მძიმე. მის კომენტარს სომხურენოვანი გამოცემა news.am ავრცელებს.

მეორე დღეა, COVID-19-ით  ინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვი სომხეთში 194-ია. მათგან ორი გამოჯანმრთელდა. ვირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სომხეთს 16 მარტიდან ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული, საზღვრები უფრო მეტი ხანია ჩაკეტილი აქვს.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, პანდემიით გამოწვეული რთული ვითარება იმაზე მეტხანს გაგრძელდეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

23 მარტს ფაშინიანმა წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო ეკონომიკურ სირთულეებს. გეგმა ითვალისწინებს სხვადასხვა ბიზნესის სხვადასხვა სახის დაფინანსებას [თანადაფინანსება, რეფინანსირება, სუბსიდირება], სესხების გადავადება და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი