“ნოემბერში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება შეფასდება როგორც დადებითი ნაბიჯი აზერბაიჯანის დემოკრატიული განვითარების გზაზე”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში რობერტ სეკუტამ მმართველ პარტია “ახალი აზერბაიჯანის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ.
ბოლო საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2010 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა ის მშვიდობიან გარემოში ჩატარდა.
| ||