“ამ სასაზღვრო პუნქტთან დამნაშავეები კვეთენ საზღვარს, ასევე, შემოაქვთ კონტრაბანდული საქონელი, რაც ჩვენს ეკონომიკას ანგრევს. არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ ბოსტნეულის, წარმოებული საქონლისა და ავეჯის დიდი რაოდენობა საქართველოდან შემოდის. როგორც კი ამ პროცესს ეწინააღმდეგები, ერთი მხარე გვსაყვედურობს, მეორე კი ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია. მოდით, ვიფიქროთ ამ სიტუაციის ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალებაზე. ქვეყნის ხელისუფლება კონტროლის გაძლიერებისა და აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პუნქტების შემცირების ზომებს მიიღებს”, – აცხადებს ხაჯიმბა.
მისივე თქმით, 24 ნოებრიდან საზღვრის ინჟინრული აღჭურვილობით გაძლიერებული დაცვა დაიწყება და ეს პროცესი სამი წელიწადი გაგრძელდება.
“რუს მესაზღვრეებთან ერთად უკვე დაწყებულია გარკვეული ღონისძიებები ამ კუთხით”.
| |||