ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: რუსეთიდან დახმარება გრძელდება, მაგრამ მისი მასშტაბები საგრძნობლად შემცირდა

27 აგვისტო, 2015 •
ხაჯიმბა: რუსეთიდან დახმარება გრძელდება, მაგრამ მისი მასშტაბები საგრძნობლად შემცირდა

“აფხაზეთი რთულ სიტუაციაშია და, როგორც ქვეყანა, მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევებისა და საფრთხეებისთვის. ჩვენ თვალწინ მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში ურთულესი პროცესები ვითარდება, რომლის ცენტრშიც ჩვენი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთი იმყოფება”, – ამბობს ხაჯიმბა. 

 

შესაბამისად, მისი თქმით, აფხაზეთი, რომელსაც რუსეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თუ კულტურული ურთიერთობები აქვს, ამ პროცესებისგან განუყოფელი ვერ იქნება. 

 

“იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთს დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს, გარკვეული სერიოზული რეზერვები გაგვაჩნია”.

 

აქვე მან აფხაზეთის ტურისტული კომპლექსებში ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობაზე და შესაბამის შემოსავალზე ისაუბრა. 

 

“რუსეთის მხრიდან მრავალწლიანი ფინანსური დახმარების მიუხედავად, აფხაზეთმა მაინც ვერ შექმნა ეკონომიკის რეალური სექტორი. წინა წლებში ქვეყანა არსებობდა რუსეთის დახმარებით, რომელიც არაპროდუქტიულად იხარჯებოდა”. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი