ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: კულტურული ძეგლების აღდგენა რუსი რესტავრატორის რჩევებით გაგრძელდება

27 აგვისტო, 2015 • • 2421
ცხინვალი: კულტურული ძეგლების აღდგენა რუსი რესტავრატორის რჩევებით გაგრძელდება

“შესაბამისად, სამხრეთ ოსეთში სამი ტაძრის აღდგენა უკვე რუსი რესტავრატორის მკაცრი რეკომენდაციებითა და სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროს კონტროლით განხორციელდება”, – აცხადებს ნელი თაბუევა, კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი. 

 

“ალექსანდრ ლესოვოიმ მოინახულა იკორთას, გომართის ტაძრები და თირის მონასტერი. მან შენიშვნები მისცა ტაძრების ტერიტორიაზე მომუშავეებს და მუშებს შეცდომებზე მიუთითა. მისცა კონკრეტული რეკომენდაციები”, – აცხადებს თაბუევა. 

 

მანამდე მშენებლობის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ედურდ ძაგოევმა განაცხდა, რომ “უიუტს” კულტურული ძეგლების ტერიტორიებზე სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნია და აღიარა მისი სამინისტროს პასუხისმგებლობა თირის მონასტრისთვის მიყენებულ ზიანში. 

 

ცხინვალში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასწრაფო კონსერვაციას 250 კულტურული ძეგლი საჭიროებს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი