ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: ჩვენი აღიარებით რუსეთმა ძლიერი ქვეყნის სტატუსი დაამტკიცა

26 აგვისტო, 2015 • • 1238
ხაჯიმბა: ჩვენი აღიარებით რუსეთმა ძლიერი ქვეყნის სტატუსი დაამტკიცა

მისი თქმით, ამ აღიარებით აფხაზეთის ხალხის ოცნება საერთაშორისო აღიარების კუთხითაც რეალობად იქცა. 

 

როგორც ხაჯიმბა ამბობს, აფხაზეთის წინაშე დგას ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, სახელმწიფო ინსიტუტების გაძლიერება, ყველა საზოგადოებრივი სფეროს მოდერნიზება, თვითფინანსირება, თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება, კანონის უზენაესობის აღსრულება.

 

“ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ აფხაზეთმა შეძლოს რუსეთის სრულყოფილი და პასუხისმგებლობიანი მოკავშირეობა და სხვა ქვეყნების მიერ აღიარებაც მოიპოვოს”. 


2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.



 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.




 

მასალების გადაბეჭდვის წესი