ახალი ამბები

იტალიაში ქართველ ემიგრანტებს დღეს ინფექციონისტი ონლაინ-კონსულტაციას გაუწევს

20 მარტი, 2020 • 1701
იტალიაში ქართველ ემიგრანტებს დღეს ინფექციონისტი ონლაინ-კონსულტაციას გაუწევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ -ონსულტაციები ჩატარდება.

უწყების ცნობითვე, ონლაინ-კონსულტაციების ჩატარებაზე გადაწყვეტილება პრემიერის მეთაურობით შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველი ონლაინ-კონსულტაცია დღეს, 20 მარტს, გაიმართება და მოქალაქეების კითხვებს ექიმ-ინფექციონისტი უპასუხებს.

“მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს „Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს.

პირველი ასეთი ონლაინ-კონსულტაცია გაიმართება დღეს – 2020 წლის 20 მარტს, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იტალიის დროით 17:00 საათზე, საელჩოს გვერდზე:

მოქალაქეებს ვთხოვთ, შეკითხვები გამოაგზავნონ მისამართზე Rome.doctor@mfa.gov.ge. სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ-კონსულტაციების მიმდინარე კვირის გრაფიკი: 21 მარტი – ესპანეთი; 22 მარტი – საფრანგეთი,”-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, მომდევნო კვირის გრაფიკი გამოქვეყნდება ორშაბათს – 23 მარტს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი