მისივე განმარტებით, საცხოვრებელი ფართი 10 000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება.
„ეს პროცესი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უკვე გადაეცა 5 120 დევნილ ოჯახს,“ – აცხადებს პრემიერი.
უკანასკნელი სტატისტიკით [2014 წლის ოქტომბერი], ქვეყნის მასშტაბით 259 247 დევნილია დარეგისტრირებული. მათგან ყველაზე ბევრი, 98 742 თბილისში ირიცხება.