პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, რომ გამომსვლელთა სიაში ასევე არიან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავნჯდომარე და პრეზიდენტი.
კვერენჩხილაძე ასევე ადასტურებს, რომ მოსაწვევი ბიძინა ივანიშვილსაც გაეგზავნა.
მისივე თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეული არიან საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ასევე, სხვა კონსტოტუციური ინსტიტუტების, არასამთავრობო სექტორის, აკადემიური სფეროს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა რეზიდენციის ჰოლში გამოფენა დაათვალიერეს.