ბიზნესმენი, ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი მიმართავს სუპერმარკეტთა ქსელებს – არ გადაყარონ დარჩენილი პური. სანაცვლოდ მზადაა, პური და ცომეული სიმბოლურ ფასად შეიძინოს ცხოველებისთვის
„მიმართვა კარფურს, ნიკორას, სპარს , გუდვილს, ფრესკოს , ორი ნაბიჯს , ევროპროდუქტს და სხვა მარკეტებს, რომლებსაც რჩებათ და შემდეგ იყრება პური და ცომეული. ნუ გადაყრიან. მე მზად ვარ შევისყიდო ცხოველთა თავშესაფარისათვის სიმბოლურ ფასად.
მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დაიხურა ბაგა-ბაღები, სკოლები და რესტორნები, საიდანაც გამოგვქონდა ნარჩენი საკვები და ამით ვაპურებდით თავშესაფრის ბინადრებს“ ,- წერს ელიზბარაშვილი.
მათი ინფორმაციით, თავშესაფარში ამჟამად იმყოფება 240 ძაღლი, 35 ლეკვი და 2 მურა დათვი.
„მე, ერთი კაცი, თამაზ ელიზბარაშვილი ვერ გავწვდები მათ გამოკვებას თქვენი დახმარების გარეშე. გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩემი თხოვნა და სიმბოლურ ფასში მომცეთ ძველი პური და ცომეული“.
საკონტაქტო ნომერია :
☎️ 599 51 68 86
20 მარტის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.