“ყველანაირი ხელისუფლება, რაც კი საქართველოს ჰყოლია 2012 წლამდე, მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ კონსტიტუციაზე ეძალადა. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ სხვა ამბავთან ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ კონსტიტუციაზე ძალადობაც. ის ასევე ისტორიის კუთვნილება გახდა”.
განცხადება მინისტირმა პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა. თინა ხიდაშელი კონსტიტუციის მიღების 20 წლისთავისდამი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.