ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმისა და თბილისის წარმომადგენლები ენგურჰესზე შეხვდნენ

24 აგვისტო, 2015 • • 1028
სოხუმისა და თბილისის წარმომადგენლები ენგურჰესზე შეხვდნენ

როგორც გამოცემა წერს, ძლიერი გვალვების შედეგად ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე წყლის დონემ 17 მეტრით დაიწია. მსგავსი ფაქტი, გამოცემის ინფორმაციითვე, რამდენიმე ათეული წლის წინ დაფიქსირდა. 

 

“ამასთან, ელექტროქსელებზე საზღვრის ორივე მხარეს დატვირთვა გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით მხარეებმა შემოდგომა-ზამთრის პერიოდზე გადასვლის საკითხები განიხილეს”, – წერს გამოცემა.
 
აპსნიპრესის ინფორმაციით, აფხაზურ მხარეს პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანია და “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორი, ხოლო ქართულ მხარეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი და ირაკლი ხმალაძე წარმოადგენდნენ. 
 
“წლებია, ენგურჰესი იყო, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ფაქიზი კომუნიკაცია- რაღაც ადამიანური, სოციალური, საქმიანი ურთიერთობების ხელჩასაჭიდი კავშირი”, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ენგურჰესისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ღონისიებაზე. 


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი