ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მოსახლეობის ინტერესების გამო ხდება

23 აგვისტო, 2015 • • 1111
მოსკოვი: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მოსახლეობის ინტერესების გამო ხდება

“რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარები აფხაზეთში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს  რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თხოვნით რკინიგზის ტერიტორიის აღსადგენად ჩამოვიდნენ. სამუშაოები 33 კილომეტრის მონაკვეთზე მიმდინარეობს. მათგან 9 კილომეტრი უკვე გაწმენდილია”, – განაცხადა ბულგაკოვმა. 

 

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულდეს.

 

Sputnik-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 500 სამხედრო მოსამსახურე და სპეციალური ტექნიკის 50-ზე მეტი ერთეული ოჩამჩირის სადგურიდან ენგურის ხიდამდე რკინიგზის აღდგენის პროცესში ჩაერთო. რკინიგზის აღნიშული მონაკვეთი აფხაზეთის ომის [1992-1993] შემდეგ არ ფუნქციონირებს. 




მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
   


 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი