მისი თქმით, ამ პირობებში სრულიად გამართლებულია აფხაზეთისა და რუსეთის ერთობლივი ღონისძებების კომპლექსი, რომელიც საერთო თავდაცვაზე იქნება მიმართული.
“აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნორობის შესახებ საშუალებას იძლევა აფხაზეთის წინაშე არსებული ნებისმიერი საფრთხის ნეიტრალიზება ეფექტურად მოხდეს”, – ამბობს შანავა.
27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია გაიმართება. 26-27 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნი იანს სტოლტენბერგი ეწვევა.
| ||