ახალი ამბები

დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვართან [ფოტო]

22 აგვისტო, 2015 • 1245
დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვართან [ფოტო]

ჩრდილოეთ კორეა საბრძოლო მოქმედებების დაწყებით იმუქრება, თუკი სამხრეთ კორეა საზღვარზე დაყენებულ ხმის გამაძლიერებლებს არ გამორთავს, რომლებიც ჩრდილოეთის მიმართულებით პროპაგანდისტულ ინფორმაციას გადასცემენ. როიტერის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მიერ დაწესებული ვადა ისე გავიდა, რომ ამას რაიმე ინცინდენტი არ მოჰყოლია.

 

დაძაბულობა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 20 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მხარეებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

 

BBC-ის ცნობით, სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა ტერიტორია დანაღმა, თუმცა ჩრდილოეთ კორეაში ამ განცხადებას აბსურდი უწოდეს. ამასთან, თითოეული მხარე აცხადებს, რომ 20 აგვისტოს მათ საარტილერიო ცეცხლი პირველებს არ გაუხსნიათ.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკვე გამოცხადდა, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები კვლავ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

 

საზღვრის მახლობლად აშშ-ისა და სამხრეთ კორეის გამანადგურებლები დაფრინავენ. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო მღალჩინოსანმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა.


მომზადებულია ევროპის პრესფპტპოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით.

სამხრეთ კორეის ძალის დემონსტრირება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. სამხრეთ კორეის საბრძოლო თვითმფრინავები მტრის სამიზნეების დამბომბვის სიმულაციას ახორციელებენ © EPA 22.08.2015
სამხრეთ კორეის ძალის დემონსტრირება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. სამხრეთ კორეის საბრძოლო თვითმფრინავები მტრის სამიზნეების დამბომბვის სიმულაციას ახორციელებენ © EPA 22.08.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი