ახალი ამბები

მაკედონიის საზღვარზე პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა [ფოტო]

21 აგვისტო, 2015 • 1433
მაკედონიის საზღვარზე პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა [ფოტო]

BBC წერს, რომ მაკედონიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საზღვარზე მიგრანტებს ხელკეტებითა და ფარებით სცემდნენ. მიგრანტთა ნაწილმა შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო.

BBC-ის ცნობით რამდენიმე ოჯახმა მოახერხა სასაზღვრო პოლიციის კორდონის გარღვევა და ქვეყნაში შესვლა, თუმცა ბევრმა მათგანმა ეს ვერ შეძლო.

ხუთშაბათს მაკედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რათა გამკლავებოდნენ მიგრანტების დიდ ნაკადს. მიგრანტთა უმეტესობა ახლო აღმოსავლეთიდანაა და ჩრდილოეთ ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას ცდილობს. გაერომ მაკედონიასა და საბერძნეთს მოუწოდა, რომ სიტუაციის გაუარესება თავიდან აეცილებინათ.

უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში მაკედონია, მისი ნაკლებად მკაცრი სასაზღვრო კონტროლის გამო, 44 000-მა ადამიანმა გადაკვეთა. თუმცა ახლა მაკედონიაში საზღვრის ირგვლივ მავთულხლართების გაბმა დაიწყეს, რათა მიგრანტების შეხვლა თავიდან აიცილონ.

Amnesty International–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაკედონიის ხელისუფლება რეაგირებს ისე, თითქოს საქმე ჰქონდეს ამბოხთან და არა მიგრანტებთან, რომლებიც კონფლიქტსა და დევნას გამოექცნენ.


ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით.


ბავშვები პოლიციის კორდონთან საბერძნეთის მხრიდან. მაკედონიის პოლიციასა და მიგრანტებს შორის დღეს შეტაკება მოხდა.მიგრანტები საბერძნეთიდან მაკედონიაში გადასვლას ცდილლობდნენ © EPA 21.08.2015
ბავშვები პოლიციის კორდონთან საბერძნეთის მხრიდან. მაკედონიის პოლიციასა და მიგრანტებს შორის დღეს შეტაკება მოხდა.მიგრანტები საბერძნეთიდან მაკედონიაში გადასვლას ცდილლობდნენ © EPA 21.08.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი