ახალი ამბები

იძულებით კარანტინში დამატებით 28 ადამიანი გადაიყვანეს

19 მარტი, 2020 • 1436
იძულებით კარანტინში დამატებით 28 ადამიანი გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 28 ადამიანი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს. ამ დროისთვის კარანტინში იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი.

“მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან. ასევე, თბილისიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1 344 ადამიანი იმყოფება, 216 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი