ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა ბაქოში აქცია გამართეს [ვიდეო]

20 აგვისტო, 2015 • • 986
ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა ბაქოში აქცია გამართეს [ვიდეო]

აქცია სასამართლოს შენობის წინ გაიმართა, სადაც ჟურნალისტის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. 

 

ჟურნალისტები აქციაზე ხადიჯა ისმაილოვას ფოტოებითა და ფერადი ბუშტებით მივიდნენ, რომლებიც ცაში გაუშვეს და სკანდირებდნენ “თავისუფლება ხადიჯას”. 

 

“ჩვენ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიები შეწყვიტოს. ხადიჯა მისი ჟურნალისტური საქმიანობის, გამოძიებების გამო დააპატიმრეს და გეგმავენ მძიმე სასჯელი მიუსაჯონ. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ”, – განაცხადა ჟურნალისტმა აინურ იმრანოვამ კავკაზსკი უზელთან. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი