ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ, 19 მარტს, სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდიან. ამ დროისთვის (14:20) ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 3.16 ლარი ღირს.
ლარის მკვეთრი გაუფასურება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ 7 მარტს 1 აშშ დოლარი 2.77 ლარი ღირდა. ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ მოვლენებს უკავშირებს. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 3.08 ლარი, ერთი ევრო კი 3.39 ლარი ღირს. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად დადგენილ კურსს ეროვნული ბანკი დღის ბოლოს გამოაქვეყნებს.