ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში აფხაზეთის საელჩო გაიხსნა

19 აგვისტო, 2015 • • 959
ცხინვალში აფხაზეთის საელჩო გაიხსნა

“დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩვენი მეგობრული ურთიერთობების მრავალსაუკონოვანი ისტორიის მანძილზე პირველად სამხრეთ ოსეთში აფხაზეთის საელჩო იხსნება”, – განაცხადა აფხაზეთის ელჩმა სამხრეთ ოსეთში, ალან ელბაქიევმა.

 

როგორც მხარეებმა განაცხადეს, “მრავალი ტრაგედიისა და დრამატული მოვლენების პარალელურად, მათ აქვთ ერთი საერთო ბედნიერი დღეც – 26 აგვისტო, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღეა”. 


ცხინვალში აფხაზეთის საელჩოს გახსნა. ფოტო: cominf.org
ცხინვალში აფხაზეთის საელჩოს გახსნა. ფოტო: cominf.org


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი